რატი იონათამიშვილი – აქციის მონაწილეებზე: სინამდვილეში ეს ადამიანები, რომ ემიჯნებოდნენ პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრამდეც მოაწერდნენ ძალადობის ყველაზე ბინძურ გზებს ხელს, 4 ოქტომბერსაც და დღესაც ზნე არ შეუცვლიათ

„სინამდვილეში ეს ადამიანები, რომ ემიჯნებოდნენ პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრამდეც მოაწერდნენ ძალადობის ყველაზე ბინძურ გზებს ხელს, 4 ოქტომბერსაც და დღესაც ზნე არ შეუცვლიათ,“- ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, რატი იონათამიშვილმა აქციის მონაწილეებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კოლექტიური ბურჭულაძეები საქართველოში ვერასდროს ვერანაირ პერსპექტივას ნახავენ.

„სინამდვილეში ეს ადამიანები [აქციის მონაწილეები] ხელაღებით რომ ემიჯნებოდნენ პაატა ბურჭულაძეს, 4 ოქტომბრამდეც მოაწერდნენ ძალადობის ყველაზე ბინძურ გზებს ხელს, 4 ოქტომბერსაც და დღესაც ზნე არ შეუცვლიათ. ისინი არიან კოლექტიური ბურჭულაძეები, რომლებიც საქართველოში ვერასდროს ვერანაირ პერსპექტივას ნახავენ“, – აღნიშნა იონათამიშვილმა.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა გუშინ გზა კვლავ გადაკეტეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები