დავით მათიკაშვილი: თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი უმნიშვნელოვანესი ხარისხის არის და რეგიონში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს როლს

,,თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება, არის უმნიშვნელოვანესი ხარისხის, რომელიც რეგიონში კიდევ უფრო მეტად გამოკვეთს საქართველოს როლს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატმა, დავით მათიკაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ფორუმზე რეგიონული მნიშვნელობის პროექტების განხილვა მოხდება.

“როგორც მოგეხსენებათ, ჩვენს ქვეყანას ესტუმრნენ სხვადასხვა სახელმწიფოების, მეზობელი ქვეყნების პირველი პირები, პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები, ეკონომიკური მიმართულების ხელმძღვანელები. ამ ფორუმზე ხდება განხილვა რეგიონალური მასშტაბის პროექტების, იმ მიზნების, რომლებიც აქვს ჩვენს რეგიონს და საქართველოს როლი, როგორც ამ კუთხით მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელის, კიდევ უფტო მეტად იკვეთება. გვაქვს მოლოდინი, რომ ეს ფორუმი, ისევე, როგორც აქამდე, წარმატებით დაასრულებს თავის საქმიანობას”,-განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები