“საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი არაკანონიერი გადაკეტვა არათუ უაზრო, არამედ არასწორია” – გურამ მაჭარაშვილი
“რადიკალური პროცესები ბევრ სახელმწიფოშია, მათ შორის, ამერიკაში, საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთში, გერმანიაში. საქართველოში გაცილებით უფრო მაღალი სტანდარტით ხდება რეაგირება”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა ისაუბრა.
როგორც მან განმარტა, კანონის გამკაცრება სამართალდამცავ ორგანოებს ხელს შეუწყობს, რომ დედაქალაქის მთავარ გამზირზე ისეთი ვითარება იქნება, რაც ერთი-ორი წლის წინ იყო.
“რაც ყველაზე მთავარია, საზოგადოება ხვდება, რომ ასეთი არაკანონიერი გადაკეტვა არათუ უაზრო, არამედ არასწორია“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.