რატი იონათამიშვილი: ISFED-ი ასოცირდება გაყალბებასთან – მათ არც კვლევებს და არც პოზიციას არანაირი ფასი არ აქვს
,,ISFED-ი ასოცირდება გაყალბებასთან და შესაბამისად მათ არც კვლევებს, არც პოზიციას არანაირი ფასი არ აქვს”, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„ამ ორგანიზაციას საბოლოო ჯამში პასუხისმგებლობა გაყალბებაზე ნამდვილად არ აუღია და დღესაც ცდილობს რომ მანიპულაციებისა და სპეკულაციების გზით იხეიროს, მაგრამ საბოლოო ჯამში მხოლოდ იმას გვახსენებს, რომ ეს ორგანიზაცია და მათი კვლევები სიყალბესთანაა დაკავშირებული“, – აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.