გიორგი ახვლედიანმა წლიური საქმიანობის ანგარიში წარადგინა

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ახვლედიანმა 2024-2025 წლების საქმიანობის ანგარიში წარადგინა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ საკრებულო წარმოადგენს ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს, სადაც ყოველდღიური საქმიანობის წარმართვა ხდება როგორც საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“, ასევე საკრებულოს რეგლამენტით. გიორგი ახვლედიანი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მონაწილეობდა საკრებულოს, ბიუროსა და ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ სხდომებში. გიორგი ახვლედიანი იყო საკრებულოს სარევიზიო და სატრანსპორტო საკითხთა კომისიების წევრი, რომელთა საქმიანობაშიც აქტიურად მონაწილეობდა.

„ჩემი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ვალია, ვუზრუნველყო მოქალაქეთა პრობლემატური საკითხების განხილვა და მათზე მყისიერი რეაგირება. მქონდეს მუდმივი კომუნიკაცია თბილისის მოსახლეობასთან და მათთან ერთად შევძელო ქალაქის პრობლემების ძირეული აღმოფხვრა“- განაცხადა გიორგი ახვლედიანმა ანგარიშის წარდგენისას.

საანგარიშო პერიოდში ჩატარდა საკრებულოს 16 სხდომა, რომელზეც განხილული იყო მნიშვნელოვანი საკითხები. მათ შორის აღსანიშნავია კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში არსებული ავარიული შენობა-ნაგებობების რეაბილიტაციის/ჩანაცვლების მიზნით დამტკიცებული 71 პროექტი, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულებისთვის ფინანსური მხარდაჭერის მიზნით გაცემული 25 პროექტი. მიმდინარე წელს ბიუჯეტით დამტკიცებული პროგრამების/ქვეპროგრამების ჩამონათვალს დაემატა ახალი ქვეპროგრამა – რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტების დაფინანსება – 300,0 ათასი ოდენობით.

მიმდინარე საანგარიშო პერიოდში დასრულდა 7 დიდი და მცირე ზომის სკვერისა და პარკის მოწყობა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა 20-ზე მეტ დიდ და მცირე ზომის სკვერს, პარკს და სარეკრეაციო სივრცეს.

გარდა ამისა, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე როგორც სატრასნპორტო საკითხთა კომისიის წევრი, აქტიურად იყო ჩართული ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვაში, როგორებიცაა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა – აღდგენის დაფინანსება; შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიას“ და „აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკს“ (AIIB) შორის პროექტის (თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი) შესახებ ხელშეკრულების გაფორმება; ,,ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისგან (EBRD) გრანტის მიღება და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის „GrCF2 W1 – თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტი .

რაც შეეხება სარევიზიო კომისიის საქმიანობას, საანგარიშო პერიოდში სარევიზიო კომისიის მიერ სარევიზიო შემოწმება დაიგეგმა 11 ორგანიზაციაში. აქედან, 5 ორგანიზაციაში შემოწმება დასრულებულია, სადაც შემოწმების შედეგად შედგენილ იქნა შემოწმება-ანალიზის დასკვნები. შემოწმებული ორგანიზაციების მასალები კომისიის სხდომაზე იქნა განხილული. დანარჩენ 6 ორგანიზაციაში სარევიზიო შემოწმება-განხილვა მიმდინარეობს.

გიორგი ახვლედიანს მიმდინარე წლის სამუშაო პერიოდში შეხვედრა ჰქონდა ათეულობით მოქალაქესთან. ანგარიშის წარდგენის დროს გიორგი ახვლედიანმა მადლობა გადაუხადა თბილისელებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი მუნიციპალიტეტის განვითარებისა და სტაბილიზაციის საკითხებში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები