კონსტანტინე ბუზალაძე ფესტივალ „ტანათეძმობას“ დაესწრო
გორის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე ბუზალაძე, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველ მოადგილესთან მიხეილ ფავლენიშვილთან, ადგილობრივებთან და პროექტის ხელმძღვანელობასთან ერთად, ფესტივალ „ტანათეძმობას“ დაესწრო. ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფესტივალზე, რომელიც წელს პირველად გაიმართა, წარმოდგენილი იყო ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი პროდუქცია, ადგილობრივი ღვინო, ტრადიციული საკვები, ხელნაკეთი ნივთები, სასტუმროების კუთხეები.
“პროექტის ფარგლებში მოეწყო ლანდშაფტის ფოტოგამოფენა სახელწოდებით „ადგილობრივი ფოტოგრაფების თვალით დანახული ტანისა და თეძმის ხეობა“, გასართობ-საგანმანათლებლო სივრცე პატარებისთვის, სპორტული და გასართობი სივრცეები.
ფესტივალის მიზანია ცნობადობის ამაღლება ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიის შესახებ, ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და ადგილობრივი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებისა და ტრადიციების გაცნობა/გაზიარება.
„ტანათეძმობა“ პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარების“ ფარგლებში, ორგანიზაცია „ფიფლ ინ ნიდ“ (PIN) და გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს ორგანიზებით გაიმართა,”- წერია ინფორმაციაში.