ირაკლი კობახიძე – ზედიზედ ორჯერ, მილიონ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, აქ დგას ქართველი ხალხი, ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე, 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი

ორჯერ ზედიზედ მილიონ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, აქ დგას ქართველი ხალხი. ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ყველამ ძალიან კარგად იცის, სად დგას ქართველი ხალხი.

„ორჯერ ზედიზედ მილიონ 100 ათასზე მეტმა ჩვენმა მოქალაქემ დაგვიჭირა მხარი, აქ დგას ქართველი ხალხი. ამ დროს გამოდიან კონკრეტული ევროპელი ბიუროკრატები და საუბრობენ 300 ქართველ ხალხზე, რომელიც იკრიბება რუსთაველის გამზირზე. 300 ქართველი ხალხი არის ევროპული ბიუროკრატიის სტანდარტი. ერთიანობაში მილიონ 100 ათასზე მეტი მხარდამჭერი ჰყავს „ქართულ ოცნებას” და ეს ადამიანები გამოვიდნენ, მათ შორის ამხელა მობილიზაციით იგივე თვითმმართველობის არჩევნებზე იმის გამო, რომ ხედავენ ასეთ უსამართლობას ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან. ამიტომ ყველას ვურჩევ, ქართველი ხალხის მიმართ იყვნენ გულისხმიერები და არ გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომლებიც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ინტერესებს და ქართველი ხალხის მიერ მკაფიოდ გამოხატულ ნებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები