ირაკლი კობახიძე – ჩვენ იმედი გვაქვს, რომ პოლიტიკა გადაიხედება და ევროკავშირი, საბოლოო ჯამში, შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება და ევროკავშირი, საბოლოო ჯამში, შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ევროკომისიის გრანტს ეხებოდა.

პრემიერის შეფასებით, ეს ადამიანები, ეს ძალები პირდაპირ არიან ჩართული საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში.

„ეს არის იმის გაგრძელება, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. ჩვენ ვხედავთ, რომ პირდაპირ არიან ეს ადამიანები, ეს ძალები ჩართული საქართველოში რევოლუციების მოწყობის მცდელობაში. ეს არის თავხედური პოლიტიკა, რაც არ წაადგება ევროკავშირის ობიექტური ინტერესების რეალიზებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება და ევროკავშირი, საბოლოო ჯამში, შეჯერდება ჯანსაღ პოლიტიკაზე ქართველი ხალხის მიმართ”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები