სოზარ სუბარი: „დიფ სთეითისგან” მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს
„სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვხედავთ ძალიან მტრულ დამოკიდებულებას საქართველოს მიმართ ევროკავშირის ბევრი სახელმწიფოს ლიდერების მხრიდან. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ეს არის „დიფ სთეითი” და მის მიერ მართული სახელმწიფოები, რომლებიც ვერ ეგუებიან სუვერენიტეტის იმ კურსს, რომელიც საქართველომ აირჩია”, – ამის შესახებ მედიასთან პარლამენტის ვიცე-სპიკერმა და „ხალხის ძალის” თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა განაცხადა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრის თემაზე კომენტირებისას.
სოზარ სუბარის თქმით, „დიფ სთეითისგან” მართული სახელმწიფოები ვერ ეგუებიან საქართველოს სუვერენიტეტს, რადგან მიჩვეულები იყვნენ ჩვენს ქვეყანაში არსებულ ისეთ მთავრობებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს”.
„ვერ ეგუებიან იმიტომ, რომ მიჩვეულები იყვნენ საქართველოში ისეთ ხელისუფლებებს, რომლებიც თითის ერთ დაქნევაზე ასრულებდნენ მათ ნება-სურვილს, მათ შორის, ისეთს, როგორიც არის ისეთ ომში ჩართვა, რომელიც საქართველოს სახელმწიფოს განადგურებას გამოიწვევდა. ამას ვერ ეგუებიან დღეს. დანარჩენი ყველაფერი თითიდან გამოწოვილი და მოგონილია”, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.