შალვა პაპუაშვილი: ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან – ეს იყო ჩვეულებრივი გეგმა ქვეყნის გადატრიალების გარედან დაწერილი და მართული, რომელიც ჩაიშალა

,,ჩვენ ვიხილეთ პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს პროცესები გარედან მართული იყო.

„დაკვეთა გარედან მოდის, ჩვენ ვიხილეთ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც რუსთაველის გამზირზე გზა გადაკეტა. ის შემთხვევით ხომ არ მისულა იქ, ეს იყო დავალების გაზიარება, რომ შეუქმნან თბილისის მოსახლეობას ამგვარი დისკომფორტი. ასე რომ, დავალებას ასრულებენ, მზად არიან ციხეში წავიდნენ, ოღონდ უცხოელების დავალება შეასრულონ. სამწუხარო რეალობაა რასაც ვაკვირდებით ამ ჯგუფების სახით, რომლებსაც ყველანაირი კავშირი ეროვნულ ინტერესთან, ქვეყანასთან დაკარგული აქვთ. არადა ფინეთში ხალხს იჭერენ გზის გადაკეტვის გამო და ჩვენთან თავად გადაკეტა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გზა. ჩვენ ვიხილეთ მათ შორის პრეზიდენტის სასახლეზე შტურმი და ამის პარალელურად ქვეყნდებოდა მხარდამჭერი განცხადებები ევროპარლამენტარებისგან თუ სხვადასხვა პოლიტიკოსისგან. ეს იყო ჩვეულებრივი გეგმა ქვეყნის გადატრიალების გარედან დაწერილი და მართული, რომელიც ჩაიშალა“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები