გურამ მაჭარაშვილი: „ფარას“ მეშვეობით იგებდა ქართული საზოგადოება სად მიდიოდა თანხები, რომლებიც ირიცხებოდა „ენჯეოების“ ანგარიშებზე

,,ამერიკული „ფარას“ მეშვეობით იგებდა ქართული საზოგადოება, თუ სად მიდიოდა ის თანხები, რომლებიც ირიცხებოდა „ენჯეოების“ ანგარიშებზე”, – ამის შესახებ „ქრონიკას“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ვითომ ჰუმანური იდეებისთვის გადმორიცხული თანხები „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენას ხმარდება.

„როგორი იყო „ენჯეოების“ და მათი პატრონების პოზიცია, რომ მათი საქმიანობა ისედაც გამჭვირვალეა, თითოეული თეთრი იცის საქართველოს მოქალაქემ სად ირიცხება, რისთვის და ა.შ. შემდეგ აღმოჩნდა არაერთხელ, რომ ამერიკული „ფარას“ მეშვეობით იგებდა ქართული საზოგადოება, თუ სად მიდიოდა ის თანხები, რომლებიც ირიცხებოდა „ენჯეოების“ ანგარიშებზე. როდესაც ჩვენ მივიღეთ ერთი-ერთში ამერიკული „ფარას“ მსგავსი საქართველოში, ამის შემდგომ უკვე დაუმალეს თანხები. ანუ, არ ასაჯაროებენ თანხებს „ენჯეოს“ წარმომადგენლები საქართველოში, რომელთაც უცხოეთიდან იმდენი არა, მაგრამ მაინც ერიცხებათ თანხები.

ვითომ ჰუმანური იდეებისთვის გადმორიცხული თანხები ხმარდება შემდეგ „მოლოტოვის კოქტეილის“ შეძენას, პოლიციელებზე ქვების სროლას“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები