დავით მათიკაშვილი: რადიკალებისგან მოვისმინეთ, რომ ფარას კანონმდებლობის მიღების შემდგომ, ისინი ეცდებოდნენ გადაჯგუფება მოეხდინათ, გზები გამოენახათ იმისთვის, რომ კვლავ რადიკალიზმი და ექსტრემიზმი დაფინანსებულიყო ჩვენს ქვეყანაში

,,რადიკალებისგან, ე.წ. სამოქალაქო სექტორიდან მოვისმინეთ, რომ ფარას კანონმდებლობის მიღების შემდგომ, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე უძნელდებათ თანხების მიღება რადიკალიზმში დასახარჯად, ისინი ეცდებოდნენ გადაჯგუფება მოეხდინათ, გზები გამოენახათ იმისთვის, რომ კვლავ რადიკალიზმი და ექსტრემიზმი დაფინანსებულიყო ჩვენს ქვეყანაში”,- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, რადიკალები ქვეყნის არევას ცდილობენ.

„მოხდა სწორედ ამ ორგანიზაციის და ამგვარი გზის თანხების გამოყენება, ჩარიცხვა და გადარიცხვა ისეთი ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ექსტრემიზმს და რადიკალიზმს აფინანსებენ. რომლებიც ცდილობენ ქვეყნის არევას და რევოლუციური უკანონო გზებით რევანშს, აგენტურის ხელისუფლებაში მოყვანას“, – აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები