“ეს არის ერთ-ერთი ადეკვატური დიპლომატიური ქცევა, რომელიც შეიძლება, სხვადასხვანაირად გადაითარგმნოს”, – ამის შესახბ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარიამ ლაშხი აცხადებს, რითაც საქართველოდან გერმანიის ელჩის გაწვევას ეხმაურება.
“ამით ალბათ სახე შეუნარჩუნეს ბატონ პიტერს, ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ქმედების უკან დგას გერმანიის სურვილი, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის ურთიერთობები შენარჩუნდეს და იმედი მაქვს, რომ შემდეგი დიპლომატი ამ გამოცდილებიდან ბევრს ისწავლის,” – აცხადებს ლაშხი.