“საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება ნამდვილად დაცულია და ამ კანონში რეალური ცვლილება არ მომხდარა” – სოზარ სუბარი

“საქართველოში შეკრების და მანიფესტაციის თავისუფლება ნამდვილად დაცულია და ამ კანონში რეალური ცვლილება არ მომხდარა”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარმა გამკაცრებულ კანონმდებლობაზე საუბრისას განაცხადა.

„იგივე შეგვიძლია, ვთქვათ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტზე. თუ შემთხვევა ერთჯერადია, ეს უნდა მოითმინოს ხელისუფლებამ. თუმცა, თუ ეს დიდხანს გრძელდება, ეს არ არის დემოკრატია, ეს არის მიმართული იმისკენ, რომ სახელმწიფოს დემოკრატიულ წყობილებას შეექმნას საფრთხე.

არსებულ კანონმდებლობას არ იცავდა მომიტინგეთა მცირე ჯგუფი, რამდენიმე ათეული თუ ასეული ადამიანი უბრალოდ თავის ნებას თავს ახვევდა ჩვენი ქვეყნის მილიონობით მოქალაქეს. ისინი მოქალაქეებს უქმნიდნენ დისკომფორტს, ამიტომ სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას იმ ადამიანების უფლებები, რომელთა თავისუფალი გადაადგილების უფლება იზღუდება. სწორედ ამიტომ მივიღეთ ისეთი კანონები, რომლებიც უზრუნველყოფს დემოკრატიული სტანდარტის დაცვას, რომელსაც შეკრების და მანიფესტაციის კანონი ითვალისწინებს“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები