პრემიერი: ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იმავე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში, გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში

“ჩვენი მიზანია, საქართველოში უზრუნველყოფილი იყოს იგივე ხარისხის უმაღლესი განათლების მიწოდება სტუდენტებისთვის, რასაც ისინი იღებენ დღეს სხვა ქვეყნებში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედის კვირასთან” ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გეგმის პირველი ნაწილი უკვე შესრულდება 1 წელიწადში.

„შემდეგი სასწავლო წლისთვის უკვე მზად ვიქნებით იმისათვის, რომ გადავიდეთ მე-2 ეტაპზე. რაც შეეხება კონცეფციის სრულ განხორციელებას, თავისი ინფრასტრუქტურის ნაწილით და სხვადასხვა კომპონენტით, ამას დასჭირდება დაახლოებით 3-4 წელიწადი”, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები