ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისსა და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს

“ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის” ეთერში განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

„ჩვენი ამოცანაა, მეტი საუნივერსიტეტო ინფრასტრუქტურა შევიტანოთ ქუთაისში და რუსთავში, რაც განტვირთავს დედაქალაქს და დატვირთავს სწორი მიმართულებით ქუთაისსა და რუსთავს. ვფიქრობთ, ამ ორი ქალაქის ჩამოყალიბება საუნივერსიტეტო ქალაქებად იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ამ ქალაქებისთვის, არამედ მთლიანად ქვეყნის თანაბარი სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისთვის”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები