ეკა სეფაშვილი: მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას

“მისასალმებელია, რომ გერმანიაში დემოკრატიული აზრი კვლავ ძლიერია და კითხვებს სვამენ პეტერ ფიშერის იმ არადიპლომატიურ საქციელზე, რომელიც აშფოთებს ქართულ საზოგადოებას და რომელიც წესით ასევე მიუღებელი უნდა იყოს საერთაშორისო საზოგადოებისათვის”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

„კარგია, რომ გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის მიერ დაისვა ეს კითხვები ხელისუფლებისადმი და ასევე გერმანელი პარლამენტარი სვამს იგივე კითხვებს. ბოლო უნდა მოეღოს ორმაგ სტანდარტებს საქართველოს მიმართ, ნებისმიერი ქვეყნის მიმართ და განუხრელად უნდა შესრულდეს როგორც საერთაშორისო კანონმდებლობა, ასევე ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობა“, – აღნიშნა სეფაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები