ლაშხი – პეტერ ფიშერზე: გარდა იმისა, რომ მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა, ის ასევე არღვევს ევროპის ღირებულებებს შიდა საქმეებში ჩარევით, მოძალადეების უხეში მხარდაჭერით
“როდესაც ასეთ ქმედებასა და აქტივიზმში არის ჩართული დიპლომატი, ეს სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად არ გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა”, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა პეტერ ფიშერზე საუბრისას განაცხადა.
„გარდა იმისა, რომ მან გადათელა ეთიკის ყველა ნორმა, ის ასევე არღვევს პირველ რიგში ევროპის ღირებულებებს შიდა საქმეებში ჩარევით, მოძალადეების უხეში მხარდაჭერით და ვხედავთ, რომ ამის შეფასება თვით ევროპარლამენტარების მხრიდანაც ხდება, რომლებიც ძალიან ადეკვატურ და რეალურ შეფასებას აკეთებენ მის საქციელებზე. ეს არის ძალიან სწორი მიმართულება. როდესაც ასეთ ქმედებაში და აქტივიზმში არის ჩართული დიპლომატი, იგი სცილდება დიპლომატიურ საქმიანობას და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ უპასუხოს, იმისათვის რომ კიდევ უფრო მეტად არ გააფუჭოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა და ასევე, ყველაზე უფრო მეტად ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება და იმ ფასეულობის და ღირებულებების უგულებელყოფა, რასაც თავად დიპლომატი ახორციელებს“, – განმარტა ლაშხმა.