ირაკლი ქადაგიშვილი – ანიტა ჰიპერს: მშვიდობიან დემონსტრანტს, მომიტინგეს, ჟურნალისტს არავინ ერჩის, მაგრამ როდესაც დემონსტრანტები თქვენი მოწოდებით იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, იქ კანონი მოქმედებს
„მშვიდობიან დემონსტრანტს, მომიტინგეს, ჟურნალისტს არავინ ერჩის, მაგრამ როდესაც დემონსტრანტები თქვენი მოწოდებით იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, იქ კანონი მოქმედებს,“- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკომისიის პრესსპიკერ ანიტა ჰიპერზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, კარგად იცის საზოგადოებამ რა არის დემოკრატიული კანონი საქართველოში.
„მშვიდობიან დემონსტრანტს, მშვიდობიან მომიტინგეს, ჟურნალისტს არავინ ერჩის, მაგრამ როდესაც დემონსტრანტები თქვენი მოწოდებით, ქალბატონო პრესსპიკერო, იწყებენ სახელმწიფო ინსტიტუტების რბევას, შეჭრას, დამხობების გამოცხადებასა და ქმედებას, იქ კანონი მოქმედებს და თქვენ თუ დაგავიწყდათ, რა არის კანონი თქვენს ქვეყანაში, ჩვენ არ დაგვიწყებია, რა არის დემოკრატიული კანონი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა: „ევროკომისიის პრესსპიკერისგან მხარდაჭერილი და შეგულიანებული ადამიანები 4 ოქტომბერს დანაშაულზე წავიდნენ“.