გიორგი ვოლსკი: ევრობიუროკრატიის მიზანია, რომ ამ საბრძოლო დაპირისპირებაში გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს – უპირატესობას განაპირობებს ამ აგრესიის დივერსიფიცირება საქართველოსკენ

„ევრობიუროკრატიის მიზანია, რომ ამ საბრძოლო დაპირისპირებაში გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს – უპირატესობას განაპირობებს ამ აგრესიის დივერსიფიცირება საქართველოსკენ,“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ საქართველოს მიმართ ევრობიუროკრატიის დამოკიდებულებაზე საუბრისას განაცხადა.

„ეს არის ევრობიუროკრატიის რაღაც ახალი სახეობა, რომელიც ბოლო პერიოდში წარმოიშვა და გეგმაზომიერად მუშაობს იმისათვის, რათა ამ საბრძოლო დაპირისპირებაში, ამ ომში გარკვეული უპირატესობა მოიპოვოს, რომელიც რუსეთის აგრესიასთან არის დაკავშირებული. უპირატესობას განაპირობებს ამ აგრესიის დივერსიფიცირება საქართველოსკენ. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში თუ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება ქვეყანაში, ეს მიზანი განუხორციელებელია. საჭიროა, მარიონეტული, ისეთი ხელისუფლების გაჩენა, რომელიც დაექვემდებარება ნებისმიერ ინსტრუქციას. აქედან გამომდინარეობს ყველა ნაბიჯი, ყველა განცხადება“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლის შტურმზე ბრიუსელის დუმილს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა: „მე-13 დღეა, ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლის ძალადობრივ შტურმს არ გმობს. სირცხვილია”, – დაწერა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები