გია ვოლსკი: პრემიერმა გააკეთა განცხადება, რომ საქართველოში ხარისხიანი სწავლა უნდა იყოს, რაც ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას და შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება

,,პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც ჩადებული იყო პრინციპი, რომ საქართველოში ხარისხიანი სწავლა უნდა იყოს, რაც ჩვენს ქვეყანაში ახალგაზრდების ყოფნას, გამაგრებას და შრომით ბაზარზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას მოემსახურება, ასეთი განათლება გვინდა”, ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

რაც შეეხება 12 კლასის დამთავრების აუცილებლობას, ვოლსკის თქმით, საკითხებზე მსჯელობა გაგრძელდება.

„მე-12 კლასი ფორმალურად, მხოლოდ იმისთვის არის შემოღებული, რომ სკოლის დამთავრებისთანავე, პირველივე კურსიდან საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების საშუალება იყოს. პროგრამა ამოწურულია და ხელოვნურად ვერაფერს იგონებენ. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა თქვა, რომ თემებზე განხილვა გავაგრძელოთ. შესაძლოა, შეიქმნას სპეციალიზებული სკოლები, რომელიც ამ მიმართულებაზე იქნებიან ორიენტირებული. საკითხებზე მსჯელობა არ დამთავრებულა, მსჯელობა გაგრძელდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები