გურამ მაჭარაშვილი – ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის დემონსტრირება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დემარში იყო
„ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის დემონსტრირება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დემარში იყო,”– ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რუსთაველის გამზირზე, აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როგორც ჩანს, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებისთვის არც ზღვარი და არც მაგალითი არ არსებობს ურთიერთობაში – სამწუხაროდ, ქართულ სახელმწიფოს შეურაცხყოფას აყენებენ და ამის დემონსტრირება ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დემარში იყო. კანონსაწინააღმდეგო, 50-კაციან აქციაზე მივიდა, რომელსაც ეუთო/ოდირ-მა ძალადობრივი უწოდა. მან ანტისახელისუფლებო განცხადებები გააკეთა“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.