პრემიერი – გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ ჩვენს ქვეყანაში, მთავარი გამოწვევაა ხარისხი და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა კონცეფციის ფარგლებში, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსაუხურება

ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მთავარი გამოწვევა არის ხარისხი და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა კონცეფციის ფარგლებში, სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას ემსახურება.

„მთავარი გამოწვევა, ზოგადად, არის ხარისხი. ჩვენ არ გვაქვს უზრუნველყოფილი სათანადო, თანამედროვე, მაღალი სტანდარტები უმაღლესი განათლების სისტემაში. ეს არის მთავარი გამოწვევა და ის 7 ამოცანა, რომელიც დაისახა ჩვენს მიერ კონცეფციის ფარგლებში, ემსაუხურება სწორედ ამ მთავარი გამოწვევის დაძლევას. ჩვენ გვინდა, რომ ქართველმა სტუდენტებმა მაღალი დონის, მაღალი ხარისხის განათლება მიიღონ სწორედ ჩვენს ქვეყანაში. ეს არის უმთავრესი ამოცანა, რომელსაც ემსახურება უმაღლესი განათლების რეფორმა. ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, ძალიან მკაფიოდ არის დანახული გამოწვევები და ძალიან მკაფიოდ არის დასახული პრიორიტეტები, შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ეს კონცეფცია უკვე სრულად აღსრულდეს. ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი”, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები