გურამ მაჭარაშვილი – ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, თუ როგორ არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედას ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები
„დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა ამომწურავად ისაუბრა იმაზე, როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედას ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები,“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო. მან ამომწურავად ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არასწორად და არასამართლიანად გადასცა ერთ ლარად სააკაშვილმა დედას ტექნიკური უნივერსიტეტის შენობები. ბუნებრივია, რექტორი აღნიშნული საქმის გამოძიებას ითხოვს. დროებით საგამოძიებო კომისიაზე დასმულ საკითხებს ახსნა-განმარტება სჭირდება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.