ირაკლი ყურაშვილმა იუნესკოს გენერალურ დირექტორს რწმუნებათა სიგელები გადასცა
საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, იუნესკოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი ყურაშვილმა რწმუნებათა სიგელები გადასცა იუნესკოს გენერალურ დირექტორს ოდრე აზულეს.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცერემონიის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველო იუნესკოს თანამშრომლობის მიმდინარეობისა და გაღრმავების გზებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ორგანიზაციის მანდატით გაერთიანებულ სფეროებს – განათლება, მეცნიერება, კულტურა, სპორტი და კომუნიკაცია.
შეხვედრისას გენერალურმა დირექტორმა მადლობა გადაუხადა საქართველოს იუნესკოს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისა და ორგანიზაციის მიზნებისა და ღირებულებებისადმი ერთგულებისთვის.