გიორგი ვოლსკი: არავის დაუმალავს აგვისტოდან მოყოლებული, რომ ფიზიკური ძალა იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რათა მოეპოვებინათ ხელისუფლების სადავეები
„არავის დაუმალავს აგვისტოდან მოყოლებული, რომ ფიზიკური ძალა იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რათა მოეპოვებინათ ხელისუფლების სადავეები,“- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, აქციის მონაწილეებს კონკრეტული ადამიანები დანაშაულებრივ სცენარს სთავაზობდნენ.
“არავის დაუმალავს აგვისტოდან მოყოლებული, თუ უფრო ადრე არა, რომ სწორედაც ფიზიკური ძალა იქნებოდა გამოყენებული იმისთვის, რათა არჩევნებში დამარცხებულ უმცირესობას ამ ფიზიკური ძალის გამოყენებით მოეპოვებინა ხელისუფლების სადავეები. ამაზე ლაპარაკობდნენ ინტენსიურად, ამაზე ლაპარაკობდნენ კონკრეტული ადამიანები და კონკრეტულ სქემას და სცენარს სთავაზობდნენ საზოგადოებას. თუ როგორ იგეგმებოდა, ვინ იყო ამ დანაშაულში ჩართული, ვინ ამარაგებდა, ვინ უჭერდა მხარს პოლიტიკურად თუ ფინანსურად, ამაზე დამატებითი ინფორმაცია იქნება,” – აცხადებს გიორგი ვოლსკი.