,,პრევენციულ რეჟიმში მაქსიმალურად ნაკლები რესურსი უნდა იყოს იმ რადიკალური ჯგუფებისთვის, რომელთა მიზანი არის არა რაიმე პროტესტი, არამედ ქუჩების გადაკეტვა და შფოთისა და დაპირისპირების შემოტანა”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა იმ ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში შევიდა.
„ვისაც აქვს რაიმეს გაპროტესტების სურვილი შეუძლია, გააპროტესტოს. მეორე მხრივ, როდესაც აბსოლუტურად არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ მაგალითად გზები გადაიკეტოს, შენობები ჩაიხერგოს და ა.შ., მხოლოდ ამ შემთხვევაში არის გამკაცრებული კანონმდებლობა, რომ იყოს პრევენციულ რეჟიმში მაქსიმალურად ნაკლები რესურსი იმ რადიკალური ჯგუფებისთვის, რომელთა მიზანი არის არა რაიმე პროტესტი, არამედ გადაკეტვა ქუჩების და შფოთისა და დაპირისპირების შემოტანა“, – აღნიშნა მახაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტმა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარების წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრებას მხარი დაუჭირა.