“საუბარია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ მისგან შექმნილი ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალოს და, რა თქმა უნდა, ასევე, დადგეს მათი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი” – ბოჟაძე

“საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ მისგან შექმნილი ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალოს და, რა თქმა უნდა, ასევე, დადგეს მათი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი”, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

კერძოდ, ბოჟაძემ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„პირველ რიგში, უნდა დაველოდოთ საკონსტიტუციო სარჩელის შინაარსს. აქ არის საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და შემდგომ მისგან შექმნილი ყველა პოლიტიკური პარტია აიკრძალოს და რა თქმა უნდა ასევე, დადგეს მათი პიროვნული პასუხისმგებლობის საკითხი. რაც გულისხმობს იმას, რომ მათ აეკრძალოთ პასიური საარჩევნო უფლება. კონკურენციის თვალსაზრისით ბუნებრივია ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურ პარტიებს მიეცეთ საშუალება გაძლიერდნენ. ეს არ ეხება მხოლოდ ჩვენს პოლიტიკურ ჯგუფს“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჯაძემ.

ცვლილებების თანახმად, საქართველოს კონსტიტუციის პრინციპების დამრღვევ პარტიასთან კავშირში მყოფი ადამიანები ვეღარ იყრიან კენჭს საპარლამენტო თუ ადგილობრივ არჩევნებში, ვერ მიიღებენ პოლიტიკურ თანამდებობასა და აეკრძალებათ პოლიტიკური პარტიის შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები