პაპუაშვილი – “დემოკრატიული არჩევნებისთვის” ანგარიშზე: როცა სიყალბეზე საუბრობს ის ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის პარალელური დათვლის გამყალბებელი, ეს უკვე არის თავის თავში წინააღმდეგობა და ცინიზმი
“როცა სიყალბეზე საუბრობს ის ორგანიზაცია, რომლის წევრიც არის პარალელური დათვლის გამყალბებელი, ეს უკვე არის თავის თავში წინააღმდეგობა და ცინიზმი,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
კერძოდ, პაპუაშვილი გამოეხმაურა ევროპული პლატფორმა “დემოკრატიული არჩევნებისთვის” მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს, სადაც ორგანიზაცია ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბრის არჩევნებზე 29 “ყალბი” დამკვირვებელი გამოავლინა.
“სხვათა შორის, EPDE-ი რაიმე ისეთი ორგანიზაცია კი არ არის, არის ჩვეულებრივი “ენჯეო”, თუ არ ვცდები, მონტენეგროში სათავო ოფისით, რომლის დამფუძნებელი და წევრი არის ISFED-ი.
ეს არის რაღაც 10 ორგანიზაციის გაერთიანება ISFED-ის მსგავსი საარჩევნო თაღლითების – თაღლითი ორგანიზაცია რომ გეყოლება წევრად და თაღლითი გეყოლება თანამშრომლად, რომელმაც გააყალბა პარალელური დათვლის შედეგები იმისთვის, რომ ქვეყანა გადაეტრიალებინა, იმათ სიტყვას ფასი, რა თქმა უნდა, არ აქვს,” – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.