თენგიზ შარმანაშვილი – პარტიების აკრძალვაზე: ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი უფლებამოსილებაც მოგვცა საქართველოს კონსტიტუციამ

„ჩვენ გავაკეთებთ იმას, რისი უფლებამოსილებაც მოგვცა საქართველოს კონსტიტუციამ,“ – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკმარისია რა დათმობებზეც წავიდა გარკვეული საკითხების გამო და ეს დათმობები კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს მისი სუვერენიტეტის დაცვის საქმეში.

„რომელი ქვეყანა მისცემს უფლებას უცხო ქვეყნის წარმომადგენელს ჩაერიოს თავის საშინაო საქმეებში და მისი ქვეყნის კონსტიტუციით დადგენილი პროცედურები გაასაჩივროს, ან გააპროტესტოს. ეს არის გალაშქრება ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტზე, რასაც უკვე კარგა ხანია უნდა ხვდებოდნენ, რომ ჩვენი ხელისუფლება აღარ დაუშვებს.

საკმარისია რა დათმობებზეც წავიდა გარკვეული საკითხების გამო და ეს დათმობები კიდევ უფრო ძვირად დაუჯდა ქართულ სახელმწიფოს მისი სუვერენიტეტის დაცვის საქმეში. კიდევ უფრო გამძაფრდა აგენტურის სურვილები საქართველოში და მათი პატრონებისა უცხოეთში, რომ მორიგი რევოლუცია დაეორგანიზებინათ“, – აღნიშნა თენგიზ შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები