“რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი გასულია კანონის ყოველგვარი ჩარჩოებიდან; ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი” – იონათამიშვილი
“ესენი არიან მოძალადე ექსტრემისტთა ჯგუფები და, რა თქმა უნდა, არ მოეწონებათ არცერთი ისეთი ინიციატივა, რომელიც დემოკრატიული პროცესების გაძლიერებასა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფას ემსახურება”, – ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა, რატი იონათამიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
კერძოდ, მან პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებათა კიდევ ერთი პაკეტი შეაფასა, რომელიც აქციების მონაწილეებს ახალ, გამკაცრებულ რეგულაციებს უწესებს.
„ამ ინიციატივის მიზნები კი სწორედ ეს არის. ჩვენ რასაც ვხედავთ ბოლო თვეების განმავლობაში, არის ის, რომ რამდენიმე ათეული ადამიანის ჯგუფი გასულია კანონის ყოველგვარი ნორმებისა და ჩარჩოებიდან, დემოკრატიულობიდან. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ საზოგადოებრივი წესრიგი იყოს უზრუნველყოფილი“, – აცხადებს იონათამიშვილი.