”არსებობს მაღალი ალბათობა, რომ ბაჩო ახალაია და “ნაცმოძრაობის” სხვა ყოფილი წევრები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის, ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა” – მათიკაშვილი

”არსებობს მაღალი ალბათობა იმის, რომ ბაჩო ახალაია და “ნაციონალური მოძრაობის” სხვა ყოფილი წევრები და ლიდერები იყვნენ აქტიურად ჩართული 4 ოქტომბრის საქართველოს და ქართული სახელმწიფოს დამხობის ოპერაციაში, რომელიც ჩავარდა”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც დეპუტატმა განმარტა, ამ კუთხით არის მნიშვნელოვანი, რომ გამოძიებას ყველამ მისცეს ჩვენება და დაადასტუროს ეს გარემოება კონკრეტულ ფაქტებზე მითითებით.

“შესაბამისად, ყოველგვარი შეუიარაღებელი თვალითაც საზოგადოებისთვის არის ნათელი, რომ იყო აქტიური კონსულტაციები, აქტიური მცდელობა, მოეწყოთ შეთქმულება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და დაემხოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი ქვეყანა, რაც ბუნებრივია, საქართველოს სპეცსამსახურების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ქართველი ხალხის მხრიდან გადადგმული კონკრეტული ნაბიჯების გამო, ბუნებრივია, არ შესრულდა”, – თქვა მათიკაშვილმა

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები