ჭეიშვილი – აქციაზე ელინა ვალტონენის მისვლაზე: ის პირდაპირ შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციას და დაუჭირა მხარი ექსტრემისტულ დაჯგუფებებს

„ის პირდაპირ შეუერთდა კანონსაწინააღმდეგო აქციას და პირდაპირ დაუჭირა მხარი ექსტრემისტულ დაჯგუფებებს”, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც საპროტესტო აქციაზე ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ელინა ვალტონენის მისვლას გამოეხმაურა.

როგორც ჭეიშვილმა აღნიშნა, ვალტონენის არცერთი სიტყვა არ უთქვამს იმის თაობაზე, რომ “ეს ძალები ახდენდნენ რამდენიმე დღის წინ სახელმწიფო გადატრიალებას, ჰქონდათ ამის მცდელობა”.

“კიდევ ერთხელ ვხედავთ, თუ რაოდენ მძიმე მდგომარეობამდე შეიძლება, მიიყვანოს ადამიანი, ბიუროკრატი „დიფ სთეითის“ დავალებების ბრმად შესრულებამ და იმან, რომ გახდეს პირდაპირი მარიონეტი ამ ჩრდილოვანი გლობალური ძალების ხელში“, – განაცხადა ჭეიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები