შარმანაშვილი – აქციაზე ელინა ვალტონენის მისვლაზე: წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით

“მე ვიღაცასთან შეხვედრა მინდოდა და ამის გამო ადგილობრივი კანონმდებლობა დავარღვიე“ – ვერანაირი არგუმენტი ვერ იქნება და ვერაფერი გაამართლებს ამას. როგორ შეიძლება, ეს გამართლდეს?”, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ის საპროტესტო აქციაზე ელინა ვალტონენის მისვლას გამოეხმაურა.

„ჩვენ წინააღმდეგები არ ვართ, რომ ასეთი ტიპის დიპლომატები შეხვდნენ ნებისმიერ ადამიანს საქართველოში, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ქართული კანონმდებლობის დაცვით. შეგიძლიათ გაიხსენოთ უამრავი შეხვედრა ოპოზიციასთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან ან სხვა ტიპის ჯგუფებთან“, – განაცხადა შარმანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები