წყაროების ცნობით, სტივ უიტკოფი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს
აშშ-ის ელჩი სტივ უიტკოფი, სავარაუდოდ, ტრამპის ადმინისტრაციას დატოვებს, რათა ბიზნესზე გაამახვილოს ყურადღება მას შემდეგ, რაც ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევის მთავარი მომლაპარაკებელი იყო, – ამის შესახებ Middle East Eye-ს საკითხთან დაკავშირებულმა ორმა წყარომ განუცხადა.
როგორც მედია აღნიშნავს, უიტკოფის უკან დახევამ, შესაძლოა, კითხვები გააჩინოს იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ჩართული იქნება იგი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის 20-პუნქტიანი ღაზას სამშვიდობო გეგმის შემდგომ ეტაპებზე.
აღსანიშნავია, რომ ტრამპმა უიტკოფს ასევე რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შუამავლობა დაავალა, თუმცა ეს მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.