IDF-ის ცნობით, „წითელმა ჯვარმა“ „ჰამასისგან“ ოთხი კუბო მიიღო, რომლებშიც სავარაუდოდ, მძევლების ცხედრებია
ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, „წითელმა ჯვარმა“ სამხედროებს აცნობა, რომ ცოტა ხნის წინ ღაზაში „ჰამასისგან“ ოთხი კუბო მიიღო, რომლებშიც სავარაუდოდ, მოკლული მძევლების ცხედრებია.
„წითელი ჯვარი“ ამჟამად კუბოებს ღაზაში მყოფ ისრაელელ სამხედროებს გადასცემს, სადაც სამხედრო რაბინის ხელმძღვანელობით მცირე ცერემონია გაიმართება. შემდეგ ნეშტები იდენტიფიკაციისთვის გაიგზავნება.
„ჰამასს“ გადაცემული მძევლების ვინაობა არ დაუსახელებია.
„ჰამასი ვალდებულია დაიცვას შეთანხმება და გაიღოს ყველა საჭირო ძალისხმევა ყველა ცხედრის დასაბრუნებლად“, – აცხადებენ სამხედროები.