თბილისში ყირიმ-კონგოს ცხელებით ერთი ადამიანი გარდაიცვალა
თბილისში ყირიმ -კონგოს ცხელებით 50 წლამდე მამაკაცი გარდაიცვალა. გარდაცვლილი ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ იფჩადან იყო. სავარაუდოდ, მიზეზი სოფელში სხვა რეგიონიდან შეტანილი თივა იყო. როგორც ექიმები აცხადებენ, გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, მკურნალობის დაგვიანება ყოფილიყო.