მოკრივე დავით მხეცაძე ევროპის ვიცე-ჩემპიონია
ჩეხეთში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა დავით მხეცაძემ (80კგ).
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ფინალი მან პოლონელ ფაბიან ურბანსკისთან დათმო.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმეს ლუკა ჩხიკვაძემ (60კგ) და აკაკი ბასარიამ (70კგ).
ქართველი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.