მოკრივე აკაკი ბასარია ევროპის ჩემპიონია
ჩეხეთში 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს.
საქართველოს სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, აკაკი ბასარიამ (70კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. ფინალში მან უკრაინელი ვლადისლავ ჩიუნიუკი დაამარცხა.
ევროპის ჩემპიონობა იზეიმა 16 წლის ლუკა ჩხიკვაძემაც (60კგ).
ქართველი მოკრივეები ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ასპარეზობენ.