თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება შეეზღუდება
დღეს თბილისის მოსახლეობის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება. “თელასის” ინფორმაციით შეზღუდვა სარემონტო სამუშაოებს უკავშირდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, სოფელ ჩალიპირების და სოფელ დიღმის (ნაწილობრივ) 26 აბონენტს.
სამგორის რაიონში, ქვესადგურში “ლილო-2”, 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სადგური ლილოს, საქნავთობის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, ქაიროს, ჭიჭინაძის, ქიზიყის, პოლიციის, სამასი არაგველის და ნაკადულის ქუჩების 1195 აბონენტს.
10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ორხევის შესახვევის, ახვლედიანის და მაისურაძის ქუჩების 155 აბონენტს.
ქვესადგურებში “ორხევი” და “ცენტროლიტი”, 14:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, ორხევის დასახლების, თვალჭრელიძის, იუმაშევის, ქიზიყის, ენუქიძის, მებაღის, ქაიროს, პოლიციის, ჭიჭინაძის, ჭედიას, შუშის, სარაჯიშვილის, ლაზოს, ულიანოვის და წყალსადენის ქუჩების 700 აბონენტს.
ჩუღურეთის რაიონში, ქვესადგურებში “თეცი” 10:00-დან 18:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის გამზირის, მარჯანიშვილის, წინამძღვრიშვილის, ვეძათხევის, ლოჭინის, გორკის, ადიგენის, არაგვისპირელის, მაზნიაშვილის, ჩიქობავას, ჩიტაიას, ჩანჩიბაძის, ანაკლიის, სულუხიას, ერისთავის, ჭოროხის, ბოჭორიძის, კიევის, მამარდაშვილის, ბენაშვილის, ახალციხის, გოცირიძის, ნათიშვილის, კანკავას, ბუხაიძის, ქვლივიძის, ჯავახიშვილის, გრანელის, სამრეკლოს, გედევანიშვილის, ჩაისუბნის, ურიცკის, ტირიფონის, სანკტ-პეტერბურგის, აბაშიძის, კუმისის, ნინოშვილის, ანთელავას, თოიძის, უზნაძის, გოლოვნის და ტეტელაშვილის ქუჩების 7333 აბონენტს.
საბურთალოს რაიონში, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, სიმონ ჩიქოვანის, ახალშენის და იოსელიანის ქუჩების 583 აბონენტს.
ვაკის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) 298 აბონენტს.
კრწანისის რაიონში, 10:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ავლევის, ჩახრუხაძის, იეთიმ-გურჯის, ნაკაშიძის, ვერცხლის და ბარათაშვილის ქუჩების 336 აბონენტს.
ისნის რაიონში, 11:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის IV მიკრორაიონის III კვარტლის 892 აბონენტს.
გლდანის რაიონში, 11:00-დან 16:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ბარალეთის, უწერის, ანდრონიკაშვილის, ჭრებალოს, ხეჩუაშვილის, ვარდევანის, ულიანოვის და ლიბანის ქუჩების 458 აბონენტს.
ნაძალადევის რაიონში, 11:00-დან 14:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: ლეჩხუმის, ახტალის, გომარეთის და ბახმაროს ქუჩების 296 აბონენტს.
დიდგორის რაიონში, ქვესადგურში “ტაბახმელაში”, 10:00-დან 17:00 საათამდე, შეზღუდვა შეეხება: სოფელ ტაბახმელას, წავკისის და ოქროყანის 1065 აბონენტს.
“თელასი” ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ.