ევერესტის მთის ტიბეტურ კალთებზე ქარბუქის გამო 200-ზე მეტი მოლაშქრეა ჩარჩენილი,- ამის შესახებ “ბიბისი” წერს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, ყველა ჩარჩენილ მოლაშქრეს დაუკავშირდნენ და კიდევ 350 ადამიანი მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ამინდის მკვეთრმა გაუარესებამ გადაადგილება სრულად შეაფერხა და სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება.
200 ადამიანი ჯერ კიდევ ჩარჩენილია, თუმცა ხელისუფლება მათთან კონტაქტზეა.
ჩინეთში რვადღიანი ეროვნული დღესასწაულის დაწყების პარალელურად, შაბათ-კვირას ძლიერმა თოვლმა ტიბეტის ხეობაში ევერესტის აღმოსავლეთ ფერდობზე მიმავალი ასობით ტურისტი ჩაკეტა.