პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებას იყენებს

ორგანიზაცია “რუსთაველის გამზირის” ლიდერი, პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებით სარგებლობს.

მისი უფლებადამცველის, ლევან ყაველაშვილის თქმით, დღეს აღკვეთის ღონისძიება ჩაინიშნება.

“სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი, თუმცა, ბრალდების ოქმს სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის, იმის გამო, რომ მტკიცებულებები, ჯერჯერობით, არ გადმოგვცემია. როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც. პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით, დუმილის უფლება იყენებს. პოზიციას შეაჯერებს, როდესაც მტკიცებულებები გადმოგვეცემა”, – აცხადებს ადვოკატი.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა, სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა და მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ – პროკურატურამ ბრალი წაუყენა პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები