პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალს დღეს წარუდგენენ

პროკურატურა მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ასევე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ირაკლი ნადირაძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერ პაატა მანჯგალაძეს, პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს ბრალს დღეს წარუდგენს.

შსს-ში აცხადებენ, რომ მათ ბრალად ედებათ საქართველოს კონსტიტუციური წყობის ძალადობრივად შეცვლისკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდება, ასევე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა“. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები