პრობაციონერებმა ხის დარგვის საერთაშორისო დღეს 170 ძირი ხე დარგეს
ხის დარგვის საერთაშორისო დღეს, გურიის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, აჭარის, იმერეთისა და შიდა ქართლის პრობაციის ბიუროებში აღრიცხვაზე მყოფმა პირობით მსჯავრდებულებმა და მათმა ოფიცრებმა გამწვანების აქციები მოაწყვეს.
პრობაციის სააგენტოს ინფორმაციით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით გამართული ღონისძიების ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულებისა და მათი ოფიცრების მიერ დაირგო: ყვარლის რაიონში, ილიას ტბის ზონაში – 20 ძირი აკაციის ნერგი; ჩხოროწყუს ცენტრალურ პარკში – 15 ძირი პალმა; ოზურგეთს ა. წუწუნავას სახელობის თეატრის მიმდებარე სკვერში – 20 ძირი ჭადარი; ახალციხის მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის ეზოში – 30 ძირი კავკასიური ფიჭვი; ბათუმში, სულხან – საბა ორბელიანის ქუჩის გასწვრივ – 30 დეკორატიული ბუჩქი; ქარელის რაიონში მდებარე სამწვერისის მთავარანგელოზთა დედათა მონასტრის ეზოში – 30 ძირი ფიჭვი; სამტრედიაში, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულ მებრძოლების სახელობის სკვერში – 13 ძირი ნეკერჩხალი და კოპიტი; ქუთაისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე – 12 ძირი ნეკერჩხალი და კოპიტი.
აქციის ფარგლებში, პირობით მსჯავრდებულებისა და პრობაციის ოფიცრების მიერ სულ 170 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგო.