პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.
ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო.
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 4 ოქტომბერს, ქალაქ თბილისში, ათონელის ქუჩაზე და მიმდებარე ტერიტორიაზე, საპროტესტო აქციის მონაწილეებმა წიწაკის სპრეის შესხმისა და ფიზიკური ხელშეშლის გზით, ხელი უკანონოდ შეუშალეს ჟურნალისტურ საქმიანობაში “საზოგადოებრივი მაუწყებლისა“ და ტელეკომპანია “იმედის“ გადამღებ ჯგუფებს”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.