არჩევნების დღეს ,,ენერგო-პრო ჯორჯია” საგანგებო რეჟიმში იმუშავებს
შაბათს, 4 ოქტომბერს, თვითმმართველობის არჩევნების დღეს, სს „ენერგო-პრო ჯორჯია“ საგანგებო რეჟიმში იმუშავებს. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ყველა მუნიციპალიტეტში, 24 საათის განმავლობაში საგანგებოდ დანიშნული მორიგე ჯგუფები იმუშავებენ.
,,ასევე, მობილიზებული იქნება ტექნიკა მორიგე ჯგუფებს პირდაპირი კავშირი ექნებათ საარჩევნო უბნებთან. იმ შემთხვევაში, თუ უამინდობის ან სხვა გაუთვალისწინებელი შემთხვევის გამო, მოხდება ელექტროენერგიის ავარიული შეზღუდვა, კომპანიის ტექნიკური სამსახური მოახდენს სწრაფ და ოპერატიულ რეაგირებას.
კომპანიის მორიგე, პასუხისმგებელი პირების სია და საკონტაქტო ნომრები უკვე გადაეგზავნა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს წარმომადგენელს პირდაპირი კონტაქტი ექნება, ასევე, კომპანიის მთავარ დისპეტჩერთან. გარდა ამისა, მზადყოფნაში იქნება გენერატორების გარკვეული რაოდენობაც, რათა ელექტროენერგიის გაუთვალისწინებელი შეზღუდვის შემთხვევაში, არ შეფერხდეს საარჩევნო პროცესი”,- წერია ინფორმაციაში.