პუტინის თქმით, უკრაინაში კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა
ნატო რუსეთის საზღვრებს რომ არ მიახლოებოდა, უკრაინაში კონფლიქტის თავიდან აცილება შეიძლებოდა, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „ვალდაის“ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ამის [უკრაინის კონფლიქტის] თავიდან აცილება შეიძლებოდა, ბაიდენის ადმინისტრაციასთან ჩვენი მუშაობა სხვაგვარად რომ ყოფილიყო სტრუქტურირებული, უკრაინა რომ არ გადაქცეულიყო სხვების ხელში დესტრუქციულ ინსტრუმენტად, ჩრდილოატლანტიკური ბლოკი, რომელიც ჩვენი საზღვრებისკენ მიიწევდა, ამ მიზნით რომ არ გამოეყენებინათ, უკრაინას რომ საბოლოოდ შეენარჩუნებინა თავისი დამოუკიდებლობა, თავისი ნამდვილი სუვერენიტეტი“, – აღნიშნა პუტინმა.