ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა და ცეცხლი წაუკიდა გარდაიცვალა
ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა, დაჭრა და ცეცხლი წაუკიდა, კლინიკაში გარდაიცვალა.
თათია ლომინაძეს ზურაბ ბურდულმა დანით გულ-მკერდის და კისრის არეში ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგ ბენზინი გადაასხა და ცეცხლი წაუკიდა.
დანაშაული კასპში 25 სექტემბერს მოხდა.
ბურდულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 19-109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებებში.