“ბოლო წელიწად-ნახევარში  ლარიზაცია გაზრდილია და უკვე 52%-ის ფარგლებშია, ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში  ეკონომიკის განვითარების ძალიან პოზიტიური მოლოდინია” – გიორგი ცუცქირიძე

“ბოლო წელიწად – ნახევარში  ლარიზაცია გაზრდილია და უკვე 52%-ის ფარგლებშია,
ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში  ეკონომიკის განვითარების ძალიან პოზიტიური მოლოდინია”, – ამის შესახებ ეკონომისტმა გიორგი ცუცქირიძემ მედიაჰოლდინგ “კვირას” პრესკლუბში სტუმრებისას განაცხადა.

მისი თქმით, ლარი
სტაბილურია და
სტაბილიზაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ზეგავლენას ინფლაციაზე ახდენს.

“ამ ეკონომიკური ზრდის შედეგია მაგალითად ის,  თუ როგორია სავალუტო ბაზარი.
ჩვენ ვხედავთ, რომ ლარი
სტაბილურია და ეს სტაბილიზაცია მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ის ზეგავლენას ინფლაციაზე ახდენს.
ასევე მნიშვნელოვანია იმ
მოლოდინებიდან გამომდინარე, რომელიც  მოსახლეობაშია.
როცა ჩვენ  რაღაც
რევოლუციურ მოლოდინებზე ვსაუბრობთ, ამის კარგი
ინდიკატორი  მოსახლეობის
განწყობაა ხოლმე, რომელიც საბანკო დეპოზიტების სტრუქტურაში აისახება. ხშირად როცა  მოსალოდნელია ან არეულობა, ან დესტაბილიზაცია, მოსახლეობა ამ რისკებს აზღვევს და თუ თანხები  აკუმულირებული სალარე ანგარიშებზე აქვს, სალარე დეპოზიტები უცხოურ ვალუტაში გადაჰყავს.
ბუნებრივია, ეს ყველაფერი ლარიზაციაზე აისახება.   ლარიზაცია ბოლო
წელიწად – ნახევარში გაზრდილია და უკვე 52%-ის ფარგლებშია,
ესეც  ერთ-ერთი ნიშანია იმისა, რომ ქვეყანაში  ეკონომიკის განვითარების ძალიან პოზიტიური მოლოდინია.

კიდევ ერთი ფაქტორია ის,  თუ როგორ ახდენს ეკონომიკური ზრდა ზეგავლენას საერთაშორისო სავალუტო რეზერვებზე.
სექტემბრის მონაცემებით, წლის
დასაწყისიდან სავალუტო რეზერვები სარეკორდოდ  –  1,6 მილიარდი დოლარითაა
გაზრდილი.  ესეც   ეკონომიკური
სტაბილიზაციის  და ეროვნული ბანკის სწორი მონეტარული პოლიტიკის მანიშნებელია.

ეს შედეგები , რომელზეც ახლა ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია
ქვეყნისათვის იმიტომ,  რომ
მაგალითად, სავალუტო ფონდის
პროგნოზით, ჩვენ  უახლოეს წლებში ასევე  ყველაზე
მაღალი ზრდა გვექნება  იგივე
ევროკავშირში, მათ შორის, წევრობის  კანდიდატ ქვეყნებს შორის.  ვგულისხმობ 2026 – 2028 წლებს. ჩვენ დაახლოებით,  5,5 %-იანი ზრდა გვექნება (  ვამბობ ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელს),  შეიძლება,  უფრო მაღალიც გვქონდეს, რადგან  ეს
წინასწარი პროგნოზია. გასულ წლებში წინასწარი პროგნოზი ჩვენთან ყოველთვის პოზიტივისკენ
გადაისინჯებოდა ხოლმე, ვიდრე
ნეგატივისკენ, ანუ შემცირებისკენ.

რაც შეეხება ისეთ ფაქტორს, რომელიც ზეგავლენას
ახდენს ეკონომიკაზე – სტაბილიზაციას:  სამწუხაროდ, კიდევ ერთი ნეგატიური მოლოდინი, რომელიც საზოგადოებაში  არსებობდა და რომელსაც აკულტივირებდნენ
ცალკეული ოპოზიციური ჯგუფები, ოპოზიციურად განწყობილი
ექსპერტები, იყო ის, რომ ქვეყანაში შეიძლებოდა, მომხდარიყო  საერთაშორისო იზოლაცია,
დასანქცირება, მათ შორის ბიზნესის, რაც , ბუნებრივია,  ეკონომიკაზე ნეგატიურად
აისახებოდა.  ერთ-ერთი ფაქტორი იყო ის, რომ მოსალოდნელი იქნებოდა სვიფტიდან გათიშვა. ეს ძალიან
ექსტრემალური
მაჩვენებელია, რადგან რუსეთის
ბანკებიც კი სვიფტითან  ბოლომდე არ გაუთიშავთ.   უნდა აღვნიშნო, რომ სვიფტიდან გათიშვა არათუ  მოსალოდნელი არაა, არამედ ესეც  ცალკეული “ფეიკია”, რომელიც შემოთავაზებული,  თუ შემოგდებული იყო. ამ
დღეებში ეროვნული ბანკის პრეზიდენტი,
მოგეხსენებათ,
სვიფტის მიერ ორგანიზებელ ძალიან მაღალი დონის
საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს. არა უბრალოდ მონაწილეობს,  არამედ ერთერთ მთავარ მომხსენებლად გამოდის. პირველად საქართველოს
ეროვნული ბანკის ისტორიაში
ეროვნული ბანკის
პრეზიდენტს ექნება ასეთი მაღალი პატივი, რომ  ამ ძალიან
მაღალი რანგის და წარმომადგენლობით
საერთაშორისო კონფერენციაზე მთავარი მომხსენებელი იყოს.

საერთაშორისო იზოლაცია რომ მოსალოდნელი იყოს,   არც სავალუტო ფონდი, არც “ევროპის რეკონსტრუქციის  და განვითარების ბანკი”,  არც “აზიის განვითარების ბანკი” 2025 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს არ გადასინჯავდნენ და არ გაზრდიდნენ”, – განაცხადა ცუცქირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები