გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კიოტოში კულტურულ ღონისძიებებს დაესწრებიან

იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პირველ ლედისთან მაკა ჩიჩუასთან ერთად, კიოტოს ესტუმრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის პირველი პირი „ჯიდაი მაცურის“ ფესტივალს დაესწრო, რომელიც საიმპერატორო სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ყოველწლიურად 22 ოქტომბერს იმართება.
ფესტივალი სათავეს 1895 წლიდან იღებს და მასში 2000- მდე ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანი მონაწილეობს.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა კიოტოში რამდენიმე კულტურულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას. მეგზურობას ქვეყნის პირველ პირს იაპონიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ლევან ცინცაძე, იაპონიის ელჩი საქართველოში ტიოშიო კაიტანი და მისი მეუღლე ჰარუე კაიტანი უწევდნენ.
გიორგი მარგველაშვილი და მაკა ჩიჩუა ქართულ დელეგაციასთან ერთად ტოკიოდან ქალაქ კიოტოში „შინკანსენის“ ჩქაროსნული მატარებლით ჩავიდნენ. რკინიგზის სადგურში საქართველოს პრეზიდენტს და პირველ ლედის კიოტოს ვიცე -გუბერნატორი, ქალაქის მერი და ეროვნულ სამოსში გამოწყობილი გოგონა დახვდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები